„სევილიადან“ მთავარი მწვრთნელი მატიას ალმეიდან დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
არგენტინელს „ვალენსიასთან“ შინ წაგების (0:2) შემდეგ მიუთითეს კარისკენ. ალმეიდა ანდალუსიურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან ედგა სათავეში.
მანამდე ალმეიდან „რივერ პლეიტში“, „ბანფილდში“, „გვადალახარაში“, „სან ხოსესა“ და „აეკში“ უმუშავია.
„სევილიას“ ლა ლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 29 ტურის შემდეგ 31 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.





