კალათბურთი

21:58 | 22.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკის რიდის ორმაგი დუბლი თურქეთის ჩემპიონატში

„ტრაბზონსპორის“ კალათბურთელმა მარკის რიდმა თურქეთის ჩემპიონატში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.

„ტრაბზონი“ „ბეშიქთაშთან“ იგებდა, მაგრამ ბოლოში უპირატესობა გაანიავა და 80:86 წააგო.

საქართველოს ნაკრების წევრმა 34 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 10 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. მარკისმა 14-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„ტრაბზონსპორი“ 16 მოგებით და 7 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ტურში კი 27 მარტს, "ბაჰჩეშეჰირს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170993