ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში „ბარსელონამ“ „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გავიდა, რაც მცველების დამსახურებაა: ჟოაო კანსელოს პასით მეტოქის კარი რონალდ არაუხომ დალაშქრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და კატალონიელებმა 1:0 მოიგეს.
ლა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში "ბარსამ" ყველა საშინაო მოიგო (15/15). 21-ე საუკუნის განმავლობაში, ევროპის ტოპ 5 ლიგაში, მხოლოდ ერთ გუნდს აქვს „ბლაუგრანაზე“ უკეთესი 100%-იანი მაჩვენებელი: „იუვენტუსმა“ 2013/14 წლების სეზონში სერია A-ში ყველა შეხვედრა მოიგო (19/19).
„ბარსელონა“ 73 ქულით ლიდერობს ლა ლიგას და 7 ქულით უსწრებს „რეალს“, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი 4 აპრლის, „ატლეტიკოს“ ესტუმრება, რომელსაც სხვათა შორის, ამ მატჩიდან სამ დღეში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც შეხვდება.





