კალათბურთი

12:14 | 22.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი დაბრუნდა, "ტენერიფემ" ადვილად მოიგო

ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში „ტენერიფემ“ სტუმრად „უნიკახა“ დამაჯერებლად, 95:70 დაამარცხა და გიორგი შერმადინი დაბრუნდა.

მამის გარდაცვალების გამო ქართველმა ცენტრმა გუნდის ბოლო ორი თამაში გამოტოვა, ამჯერად კი მოედანზე 16 წუთი იყო და გუნდს 4 ქულით და 3 მოხსნით დაეხმარა. შერმადინმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

„ტენერიფეში“ დებიუტი ჰქონდა პატი მილსს, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 14 მოგებით და 9 წაგებით მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 მარტს, „სარაგოსას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094521