გერმანული ბუნდესლიგის 27-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ჰამბურგს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. არადა სტუმრები 38-ე წუთისთვის 0:2 იგებდნენ.
მორე ტაიმში მასპინძლებმა იძალეს და სამი გოლი გაიტანეს. მანამდე კი პენალტი გააცუდეს. დუბლი მიითვალა დორტმუნდელთა ალჟირელმა მცველმა, რამი ბენსებაინიმ. ორივე ბურთი მან პენალტიდან შეაგდო.
ჰამგურგელთა ქართველი მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო გახლდათ.
ამ მატჩის შემდეგ „დორტმუნდი“ 61 ქულით ცხრილში მეორე ადგილზეა, 30-ქულიანი „ჰამბურგი“ კი მეთერთმეტეზე.
გერმანია. ბუნდესლიგა. 27-ე ტური. 21 მარტი: ჰაიდენჰაიმი - ლევერკუზენი 3:3, კიოლნი - გლადბახი 3:3, ვოფსბურგი - ვერდერი 0:1, ბაიერნი - უნიონ ბერლინი 4:0, დორტმუნდი - ჰამბურგი 3:2





