ფეხბურთი

22:58 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ „ტორინო“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურის მატჩი „მილანსა“ და „ტორინოს“ შორის მილანელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

თამაშის პირველი გოლი „მილანის „მცველმა სტრაჰინია პავლოვიჩმა 37-ე წუთზე გაიტანა. შვიდი წუთის შემდეგ „ტორინოს“ თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ გაათანაბრა ანგარიში. ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ მასპინძლები 54-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო ორი წუთის შემდეგ იუსუფ ფოფანამ მესამე გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე ნიკოლა ვლაშიჩმა ანგარიში პენალტით შეამცირა. საბოლოოდ - 3:2.

სერია A-ს 30 მატჩის შემდეგ, „მილანს“ 63 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა. ისინი ტიტულის მაძიებელ თანაქალაქელ ლიდერ „ინტერ“ ხუთი ქულით ჩამორჩებიან. „ტორინო“ 33 ქულით მე-14 ადგილზეა.

„მილანი“ შემდეგ მატჩს 6 აპრილს სტუმრად „ნაპოლისთან“ გამართავს, ხოლო „ტორინო“ ერთი დღით ადრე „პიზას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092735