ფეხბურთი

20:32 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერთან" საბა გოგლიჩიძის თამაში საეჭვოა

„უოტფორდის“ ცენტრალურმა მცველმა საბა გოგლიჩიძემ შესაძლოა ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში „ლესტერ სიტის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

ჯერჯერობით, საკითხი გადაწყვეტილი არაა, მაგრამ როგორც ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ედ სტილმა აღნიშნა, გასარკვევია, შეძლებს თუ არა, საბა 90 წუთით თამაშს.

„კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იქნება თუ არა გოგლიჩიძე სრულად ფორმაში“, - აღნიშნა მატჩამდე ბელგიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 55 ქულით მეცხრე ადგილზეა, 21 მარტს კი, „ლესტერ სიტის“ უმასპინძლებს, რომელიც გასავარდნ ზონაში, ბოლოსწინა ადგილზეა.

საბა გოგლიჩიძე „უოტფორდში“ იანვარში იჯარით გადავიდა და დღემდე შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ბოლო სამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087789