ჩოგბურთი

20:42 | 19.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის პირველ წრეში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსს პირველივე წრეში, 1/64-ფინალში გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ მარიანო ნავონესთან, რომელიც რეიტინგში 61-ე ნომერია, ორ სეტში დამარცხდა.

პირველი სეტი ძალიან დაძაბული იყო და ნავონემ ტაიბრეიკზე მოიგო (9:7), ხოლო მეორე სეტში შედარებით ადვილად იმარჯვა. საბოლოოდ, 6:7, 3:6. მატჩი საათისა და 34 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 134-ე ნომერია და მაიამის მასტერსზე კვალიფიკაციის დაძლევის შედეგად მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171906