„პარი სენ-ჟერმენს ბრედლი ბარკოლა გამოაკლდა. როგორც ფრანგული კლუბი იტყობინება, 23 წლის შემტევს კოჭის ტრავმა აქვს, რის გამოც რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.
ბარკოლა „ჩელსისთან“ მატჩში დაშავდა. ჯერ უცნობია, ზუსტად როდის დაუბრუნდება პარიზულ გუნდს, მაგრამ სანაკრებო შეხვედრებიც გაუცდება და სავარაუდოდ, მოედანზე აპრილის მეორე ნახევარში დაბრუნდება.
მიმდინარე სეზონში ბრედლი ბარკოლამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა.





