ფეხბურთი

21:00 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაგას" ბრწყინვალე ქამბექი ევროპა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „სპორტინგმა“ „ბოდო გლიმტთან“ 0:3 ამოქაჩა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ხოლო ევროპა ლიგაზე დაახლოებით იგივე შეძლო „ბრაგამ“.

პორტუგალიურ გუნდს „ფერენცვაროშთან“ პირველი თამაში სტუმრად 0:2 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საკუთარ მოედანზე მეტოქე 4:0 გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა.

„ბრაგა“ პირველივე ტაიმში ჰორტას, გრილიტშიც და მარტინესის გოლებით 3:0 დაწინაურდა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ჰორტას დუბლი მოჰყვა. საბოლოოდ, 4:0 და ორი მატჩის ჯამში 4:2.

„ბრაგა“ ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალისტია, დანარჩენი მატჩები კი 19 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087934