პსვ ეინდჰოვენისა და აშშ-ს ნაკრებს თავდამსხმელი რიკარდო პეპი ზაფხულიდან კარიერას ლონდონის „ფულჰემში“ გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრანსფერზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. პეპის სანაცვლოდ ინგლისელები პსვ-ს 36 მილიონ ევროს გადაუხდიან. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაიაროს.
რიკარდო პეპი პსვ-ში 2023 წლიდან თამაშობს და 95 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ამერიკელი „დალასის“, „აუგსბურგის“ და „გრონინგენის“ ღირსებას იცავდა, ხოლო აშშ-ს ნაკრებში 34 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.





