ფეხბურთი

15:46 | 17.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი: „კერიკი „მანჩესტერის“ მუდმივ მთავარ მწვრთნელად უნდა დარჩეს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მხარდაჭერა გამოუცხადა მაიკლ კერიკის კლუბის მუდმივ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას.

„მან 100%-ით უნდა მიიღოს სამსახური. ეს ადრეც მითქვამს. კარგად ვიცნობ მას, როგორც ადამიანს, მესმის მისი ხასიათი და პიროვნება. გუნდს სჭირდებოდა მშვიდი მწვრთნელი, რომელიც კარგად იცნობს კლუბს და ესმის ფეხბურთელების. ის მხარს უჭერდა მოთამაშეებს და საჭირო ყურადღებას აქცევდა მათ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ და გუნდი ახლა ძალიან ძლიერად გამოიყურება. ვფიქრობ, აზრი არ აქვს არაფრის შეცვლას. მას ამდენი მატჩის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნებისმიერ მწვრთნელს შორის ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი აქვს. ამიტომ, მე მჯერა, რომ ის უნდა დარჩეს“, - თქვა რუნიმ BBC-სთან ინტერვიუში.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ამჟამად ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 54 ქულით მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.114675