ფეხბურთი

23:55 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე: "სიტყვა „მდგრადობა“ საუკეთესოდ აღწერს ჩვენს გუნდს"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ისინი არ აპირებენ დაცვაში ჩადგომას და მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნებაზე თამაშს, არამედ თავიანთ ფეხბურთს ითამაშებენ.

„ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. რთული იყო, რადგან მათ ორჯერ გაათანაბრეს. 4:2 კარგი ანგარიში გვეგონა, მაგრამა კიდევ ერთი გოლის გატანაც კი შევძელით. თუმცა, როგორც ვთქვი, კონცენტრირებულები უნდა დავრჩეთ.

ჩვენი მენტალიტეტი ყოველთვის მატჩების მოგებაა. არ შეგვიძლია საკუთარ ნახევარზე დავრჩეთ და მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნებაზე ვითამაშოთ. სამბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ შეტევას გავაგრძელებთ გამარჯვების სურვილით. როგორც მწვრთნელმა თქვა, სიტყვა „მდგრადობა“ საუკეთესოდ აღწერს ჩვენს გუნდს. ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ 100%-ით დავიხარჯოთ.

ასეთი გუნდის წინააღმდეგ ძალიან კონცენტრირებული უნდა იყო. შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი კლუბი. ვიცით, რომ ამ ტიპის მატჩებში რთული მომენტები იქნება. გასულ სეზონშიც კი, როდესაც ტურნირი მოვიგეთ, რთული პერიოდი გავიარეთ. ამ ტურნირში ტანჯვა გიწევს. ამ ტურნირის ყველა გამარჯვებულმა იტანჯა. ამას უნდა შეეგუო, მაგრამ ეს ნამდვილად ადვილი არ არის.

კარიერის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ფიზიკური პრობლემა მქონდა. ახლა ჩემს სხეულს ცოტა უკეთ ვიცნობ. თქვენ იცით ჩემი პოზიცია: პრესინგზე უნდა ვითამაშო, ამიტომ 100%-ით მზად უნდა ვიყო. თავს კარგად ვგრძნობ და თავდაჯერებულობით ვარ სავსე.

ყველა მატჩში მინდა გადამწყვეტი ვიყო, იქნება ეს გოლი თუ საგოლე გადაცემა. მინდა, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მეტი ტიტული მოვიგო, ასევე განსაკუთრებული წელია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი მოდის. სეზონის მნიშვნელოვანი მომენტები მოდის და უნდა დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები.

პსჟ-ში არ დარჩენის არანაირი მიზეზი არ არსებობს, მაგრამ მე არ ვარ ის, ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებს და გადაწყვეტილებებს იღებს. კარიერის დასაწყისიდან კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებში არ ვყოფილვარ ჩართული, ჩემი კონტრაქტების განხილვა კლუბსა და ჩემს აგენტს შორის ხდება“, - თქვა დემბელემ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 17 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083919