ფეხბურთი

22:30 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "არ ვიცი, რა ჰქვია ჩვენს თამაშს, ეს ფეხბურთი არ არის"

„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ტყიბულის „მეშახტესთან“ მატჩის 0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ის ძალიან უკმაყოფილო იყო თავისი გუნდის თამაშით:

„თამაშის წინ ვთქვი, რომ გეგმა გვქონდა, რომლითაც ამ თამასზე უნდა გვეხელმძღვანელა, მაგრამ შემოქმედებით ნაწილში არაფერი გამოგვიდიდა. არაფერმა იმუშავა, რაც დავგეგმეთ, ალბათ, ცუდად დავგეგმეთ. ძალიან ბევრი გვაქვს გუნდურად სამუშაო, რომ რაღაცას დავამსგავსოთ ეს ჩვენი... თამაშს არ ჰგავს, არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ ფეხბურთი ეს არ არის. ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ ხარისხი, რომ ქულებშიც აისახოს ეს ყველაფერი“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმს“ ეროვნულ ლიგაში სამ თამაშში 3 ქულა აქვს და მერვე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176274