პრემიერლიგამ ლონდონის „ჩელსი“ 10.7 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.
სანქცია კლუბმა რომან აბრამოვიჩის მმართველობის პერიოდში ფინანსური ანგარიშების და ინვესტიციების დარღვევებისთვის დაუწესა.
გარდა ამისა, კლუბს 9 თვის განმავლობაში აკადემიიდან ფეხბურთელების ტრანსფერები აეკრძალა, ხოლო მთავარ გუნდში ორწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო.
შესაბამისად, დარღვევების გამეორების შემთხვევაში „ჩელსის“ მიმართ სანქცია უფრო მკაცრი იქნება.





