ფეხბურთი

18:45 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მეკარეების გარეშე

„ბაიერნს“ მეკარის პოზიციაზე საკადრო პრობლემები შეექმნა, რადგან ოთხი მეკარე ტრავმირებულია.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატალანტასთან“ მანუელ ნოიერის, სვენ ულრაიხისა და ლეონ კლანაჩის თამაში გამორიცხულია, ხოლო იონას ურბიგის თამაში საეჭვოა, რომელმაც დაზიანება ერთი კვირის წინ, პირველ მატჩში მიიღო.

შედეგად, „ბაიერნის“ კარი ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლო ლეონარდ პრესკოტმა დაიცვას, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა და თუ ასე მოხდა, დებიუტი ექნება.

პრესკოტზე „ბაიერნში“ დიდ იმედებს ამყარებენ, ის ფეხით კარგად თამაშობს და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი პეტერ გაიდაროვი ამბობს, რომ ნახევარდაცვაში თაამშიც შეუძლია.

„ბაიერნი“ – „ატალანტას“ მატჩი 18 მარტს გაიმართება. გერმანულ გუნდს პირველი თამაში სტუმრად 6:1 აქვს მოგებული და მომდევნო ეტაპზე პრაქტიკულად გასულია.

თეგებიბაიერნი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091061