ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეადგინა თავისი სიმბოლური ბრაზილიის ნაკრები, რომელშიც რამდენიმე თაობის მოთამაშეები შედიან.
„კარში დიდა შემიძლია დავაყენო. მარჯვნივ კაფუ, ცენტრალურ დაცვაში მილიტაო ან ტიაგო სილვა, ხოლო მარცხნივ მარსელო. ნახევარდაცვაში კაზემირო, კაკა... დარწმუნებული ვარ, ვიღაც მავიწყდება. მარჯვნივ როდრიგო, მარცხნივ ვინისიუსი, შეტევაში კი უზარმაზარი არჩევანი მაქვს: რონალდო, რივალდო, რონალდინიო... ბევრია“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.
იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრებს 2025 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს და ამ ხნის განმავლობაში მან რვა მატჩი ჩაატარა, ოთხი მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და ორი წააგო.







