ფეხბურთი

2:00 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" დამარცხდა და "ინტერის" უპირატესობა გაიზარდა

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „მილანი“ „ლაციოს“ დიდი მოტივაციით ესტუმრა: იცოდა რა, რომ „ინტერმა“ ქულები დაკარგა (ფრე „ატალანტასთან“) და შესაბამისად, 5 ქულამდე ჩამორჩენის შემცირების შანსი ჰქონდა.

თუმცა, „როსონერი“ რომში დამარცხდა და არათუ ვერ შეამცირა სხვაობა, უფრო ჩამორჩა კონკურენტს.

ყველაფერი 26-ე წუთზე გუსტავ ისაკსენის გოლმა გადაწყვიტა და დარჩენილ დროში სტუმართა მცდელობის მიუხედავად, ანგარიში არ შეცვლილა - „ლაციომ“ 1:0 გაიმარჯვა.

„ლაციომ“ მიმდინარე სეზონში „მილანი“ ჯერ იტალიის თასიდან გააგდო, ახლა სერია A-ში ლამის მოუკლა საჩემპიონო ამბიციები და მიზნები. ყოველ შემთხვევაში, 9 ტურში 8 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ურთულესი იქნება.

„მილანი“ 60 ქულით მეორე ადგილზეა და „ინტერთან“ ჩამორჩენას ვინ ჩივის, „ნაპოლი“ კუდში ჰყავს - ერთადერთი ქულით უსწრებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ყურადღებით ყოფნა მოუწევს.

„ლაციო“ 40 ქულით მეცხრე ადგილზეა და სერია A-ში ამბიციები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ რომაული გუნდის ტიფოზებმა დროებით პროტესტის შეწყვიტეს, სტადიონი გაავსეს, მაგრამ მომდევნო ტურიდან „ლაციოს“ შინ ისევ ლამის ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში მოუწევს, რადგან ტიფოზები კლაუდიო ლოტიტოს მოუწოდებენ, რომ კლუბი გაყიდოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089986