საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „რუსთავმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.
გია ცეცაძის გუნდმა პირველი ტაიმი ჟან სოუზა დე ალმეიდას გოლით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში სტუმრებმა დააქამბექეს. ანგარიში ანდრი ანდრეიჩუკმა გაათნაბრა, ხოლო 84-ე წუთზე დავით მუჯირმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
„გაგრას“ ოთხ ტურში 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „რუსთავს“ სამ თამაშში გააჩნია 4 ქულა და „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
„რუსთავი“ – „გაგრა“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 ჟან სოუზა (8), 1:1 ანდრეიჩუკი (58), 1:2 მუჯირი (84)





