კალათბურთი

1:34 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მერკვილაძის 5 ქულა და 6 მოხსნა ბელგიაში

ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის მორიგ ტურში ალექსანდრე მერკვილაძის „ოსტენდემ“ ლიდერი „ანტვერპენი“ დაძაბულ ბრძოლაში 93:90 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა 17 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მერკვილაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.

„ოსტენდე“ 18 მოგებით და 6 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 მარტს, „ოკაპის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09199