ალისონის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2027 წლის ივნისამდე გაგრძელდა, მიმდინარე კონტრაქტში შემავალი ოფციის ამოქმედების შედეგად.
ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ამგვარად, ბრაზილიელს „წითლებთან“ კონტრაქტი ახლა 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი დარჩენა გადაწყვეტილია. ცნობილია, რომ ალისონით „იუვენტუსი“ იტერესდება, მაგრამ ხელშეკრულების კიდევ არსებობა იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი გუნდს უფასოდ არ დატოვებს, ან შეიძლება არც დატოვოს.
ალისონი „ლივერპულში“ 2018 წლიდან თამაშობს და 330 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. თუ ის გუნდში დარჩება, სავარაუდოდ, გიორგი მამარდაშვილს მომდევნო სეზონშიც მეორე მეკარის როლში გატარება მოუწევს.





