ბულგარეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში სოფიის ცსკა 1948-მ სტუმრად „სპარტაკ ვარნა“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ლაშა დვალმა გოლი გაიტანა.
ქართველმა მცველმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 69-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და წონასწორობა აღადგინა. ვთქვათ ისიც, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლაშამ შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც მეტოქემ ანგარიში გახსნა. მატჩის ბოლო წუთზე სტუმრებმა მეორეც გაიტანეს და მაინც მოიგეს.
დვალმა სადებიუტო გოლი გაიტანა ბულგარულ კლუბში, რომლის მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლის გარდა, 2 საგოლე პასიც აქვს აქტივში.
ცსკა 1948 სატურნირო ცხრილში 50 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 მარტს, სოფიის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.







