კალათბურთი

12:30 | 14.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 16 წუთი და ორმაგ დუბლთან ახლოს

NBA-ში „ტორონტომ“ „ფინიქს სანსი“ დაძაბულ ბრძოლაში 122:115 დაამარცხა და წაგებების სერია შეწყვიტა.

კანადურმა გუნდმა მეტოქეს ბოლო პერიოდში 13 ქულით აჯობა, რაც გადამწყვეტი იყო, თორემ მანამდე „ფინიქსი“ უკეთ თამაშობდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 16 წუთი ითამაშა, მაგრამ ორმაგ დუბლთან ძალიან ახლოს იყო: 9 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოში“ საუკეთესო 36 ქულით და 7 მოხსნით ბრენდონ ინგრემი იყო, ხოლო „ფინიქსს“ 34 ქულით, 5 მოხსნით და 4 პასით ჯალენ გრინმა ულიდერა.

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 37 მოგებით და 29 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს, „დეტროიტ პისტონსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168052