„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ვესტ ჰემთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ესპანელმა აღნიშნა, ის მოედანზე საუკეთესო შემადგენლობას გაიყვანს, რადგან მისთვის პრემიერლიგაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემპიონთა ლიგა.
„ჩვენს ქამბექზე ბევრი ფსონი არ გაკეთებულა და სამშაბათს ვნახოთ. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბევრჯერ დავმარცხებულვარ, ეს პირველი შემთხვევა არაა, თუმცა, მაინც ბოლომდე აქ ვარ. შემიძლია შემადგენლობის არჩევანზე ვიკამათო, მაგრამ აზრს არ შევიცვლი, რადგან წავაგეთ. გოლამდე პირველი 19-20 წუთი შესანიშნავი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გვქონდა „ბერნაბეუზე“, მეტოქისთვის საფრთხეს წარმოვადგენდით და შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დონარუმა ბურთს შეეხო, ეს პენალტი არ იყო.
შეგახსენებთ, რომ „ვესტ ჰემისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 14 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.





