ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა „ლივერპულთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ხორვატმა სპეციალისტმა თქვა, ორი არჩევანი აქვთ: იტირონ ან იბრძოლონ:
„არ უნდა ვიმოქმედოთ, ისე, როგორც მსხვერპლმა. ლივერპულის წინააღმდეგ ბოლო შანსია? ყველა იბრძვის, ყველა იმედგაცრუებულია, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩვენია: უნდა შევცვალოთ ის, რაც შეგვიძლია.
გულიელმო ვიკარიო „ლივერპულის“ წინააღმდეგ ითამაშებს. ანტონინ კინსკის ჰქონდა თამაშის შანსი, მაგრამ ახლა ვიკარიო ბრუნდება.
შეგიძლია იტირო ან იბრძოლო. შეგიძლია იყო მსხვერპლი ან თქვა: „შემიძლია რაღაც შევცვალო“. ეს არის გზავნილი, რომლის გადაცემაც მსურს მოთამაშეებისთვის. რთული პერიოდი სამუდამოდ არ გრძელდება. ეს არის შესაძლებლობა, რომ ფეხზე წამოდგე და გამბედაობა გამოავლინო“, - თქვა ტუდორმა.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში 28 დეკემბრის შემდეგ არ უმარჯვია და გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულით უსწრებს, ხოლო "ლივერპულს" 15 მარტს დაუპირისპირდება.





