ლონდონის „ჩელსიმ“ რის ჯეიმსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
26 წლის მცველი მშობლიური კლუბის ღირსებას 2032 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
„ძალიან ბედნიერი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით - „ჩელსი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდა, რომ საუკეთესო წლები აქ გავატარო და ნამდვილად მჯერა, რომ ყველაფერი გვაქვს, წარმატებას მივაღწიოთ“, - თქვა ინგლისელმა.
რის ჯეიმსი „ჩელსის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში დღემდე 225 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. მას ერთი სეზონი იჯარით „უიგანშიც“ აქვს გატარებული.





