"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კვირას "ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა მას ალისონ ბეკერის მდგომარეობაზე ჰკითხეს. ნიდერლანდელის თქმით, ბრაზილიელი მეკარის მდგომარეობა იმაზე ცუდია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
"ალისონმა დაზიანება პასის მომენტში მიიღო, მან კუნთში დისკომფორტი იგრძნო. თავდაპირველი შეხედვით ეს სერიოზული ტრავმა არ ჩანდა, თუმცა სიტუაცია იმაზე რთულია ვიდრე ველოდით. ჯერჯერობით ალისონი რეაბილიტაციას ფიზიოთერაპევტებთან ერთად გადის. "ტოტენჰემთან" მისი თამაში იმაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა დღევანდელ ვარჯიშზე მონაწილეობას. თუ არადა მას "გალათასარაისთან" საპასუხო შეხვედრაში ველოდებით", - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერმა დაზიანება გასულ კვირას მიიღო, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი "გალათასარაისთან" გამოტოვა და მისი ადგილი გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა.
"ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" მატჩი კი კვირას 15 მარტს 20:30 საათზე გაიმართება.





