ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას ფინიქსის ჩელენჯერში იღებს მონაწილეობას.
ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირზე კარგად გამოიყურება და მეოთხედფინალში გასვლაც მოახერხა. მერვედფინალურ ეტაპზე ქართველ ჩოგბურთელს მოწინააღმდეგე არ გამოუცხადდა და ავტომატურად შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ სორენტინ მუტეს დაუპირისპირდება. ნიკოლოზი და მუტე ერთმანეთს ორჯერ არიან შეხვედრილნი და ორივე მათგანში ფრანგმა ჩოგბურთელმა იმარჯვა, ასე რომ ნიკოლოზზს შანსი აქვს უარყოფითი ბალანსი გაიუმჯობესოს. აღნიშნული მატჩი 14 მარტს გაიმართება
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა აღნიშნულ ტურნირზე გამოსვლა /16 ფინალიდან დაიწყო, სადაც ჯერ პოლონელ კამილ მაიჩრჟაკი დაამარცხა, ხოლო მერვედფინალში როგორც ზემოთ გითხარით მისი მეტოქე არტურ კაზაუ არ გამოცხადდა. ბასილაშვილი ამ ეტაპზე ATP-ი რეიტინგში 133-ე ადგილს იკავებს.







