ფეხბურთი

11:47 | 13.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "ლანსის" მეკარის შეძენით დაინტერესდა

"ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ლანსის" 21 წლის ფრანგი მეკარის რობინ რისერის გადაბირებას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი უილსონ ქოქსი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მერსისაიდული" კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და მათ შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

მისივე ინფორმაციით, "ლივერპული" ზაფხულში ეცდება, რომ ალისონ ბეკერი ან გიორგი მამარდაშვილი გასხვისოს, რადგან მათი პრიორიტეტი ახალგაზრდა მეკარეა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ.

შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ბრაზილიელის სურვილია კონტრაქტის ბოლომდე ინგლისში დარჩეს, ხოლო გიორგი მამარდაშვილი "მერსისაიდელებს" გასულ ზაფხულს შეუერთდა და მისი კონტრაქტი 2031 წლამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094228