მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ „მანჩესტერ სიტისთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. არბელოამ ისაუბრა, თუ როგორ მოახერხეს, „სიტის“ შეტევის განეიტრალება:
„შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. მიხარია, რომ ფეხბურთელებმა “ბერნაბეუზე” თამაშით ისიამოვნეს. დაიმსახურეს ასეთი საღამო იმ განსაცდელების შემდეგ, რაც გადაიტანეს. გარედან გუნდის სიძლიერესთან დაკავშირებით ეჭვები იყო, მაგრამ ჩვენ „რეალი“ ვართ და ჩვენი არდაფასება არ შეიძლება. კარგად ვიცით „სიტის“ თამაშის სტილი და გვარდიოლას ტაქტიკა და გვესმის, თუ რა მიზანს ისახავს ის.
შევზღუდეთ მათი სივრცე, ჩავკეტეთ მათი ძირითადი საგოლე გადაცემების ხაზები. მოთმინების შენარჩუნებით და მათი დაცვის ხაზზე შეტევით, შევძელით სახიფათო სიტუაციების შექმნა. ჩემთვის ვალვერდე თანამედროვე ხუანიტოა, იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ითამაშოს „რეალის“ ფეხბურთელმა“, - თქვა არბელოამ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი მანჩესტერში 17 მარტს გაიმართება.







