თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ბრინჯაოს მედალი საბა კობახიძემ მოუტანა.
74 კგ წონით კატეგორიაში კობახიძემ რეპეშაჟში შვეიცარიელი ფლორიან რომან ბისიგი 10:0 დაამარცხა, ხოლო მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ აღანაზარ ნოვრუზოვს 7:4 სძლია.
დღესვე, მედლის შანსი ჰქონდა ალექსანდრე აბრამიშვილს (125 კგ), მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა თურქ ჰაკან ბუიუკჩინგილთან 4:14 წააგო.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომლებიც საბა კობახიძის (74 კგ), კონსტანტინე პეტრიაშვილის (97 კგ), ნიკოლოზ ბოჭორიშვილისა (57 კგ) და გიორგი გოგრიჭიანის (79 კგ) აქტივშია.







