2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის, „შევარდენის“ ბაზაზე 35 ბორჯღალოსანი ემზადება.
სატიტულო შეხვედრას საქართველო 15 მარტს ესპანეთში, მადრიდში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 21:45 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალში რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ, გუნდმა ერთი დღე აღდგენას დაუთმო, სამშაბათიდან კი ინტენსიური ვარჯიშები განაახლა.
გაფართოებულ შემადგენლობას ტრავმის გამო დაჩი პაპუნაშვილი გამოაკლდა. დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა ლუკა ივანიშვილს, ხოლო გელა აფრასიძე კვლავ გუნდთან ერთად რჩება, თუმცა ტვინის შერყევის შემდეგ, ჯერ კიდევ პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს გადის.
ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), მამუკა მსტოიანი (აჟენი); ვანო კარკაძე (ოიონა), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი); ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი);
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), დავით ლაგვილავა (პერპინიანი), გიორგი ჯავახია (ტულონი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი);
მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო), ბექა საღინაძე (ლიონი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), მიხეილ შიოშვილი (ტულონი);
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), მიხეილ ალანია (ვანი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი); ლუკა მატკავა (ოიონა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი);
ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი);
ფრთა: აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი);
ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი).







