ფეხბურთი

12:30 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ამ სტადიონზე თამაში ადვილი არ არის, ამიტომ შედეგით კმაყოფილი ვარ"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ნიუკასლთან ფრედ 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელის თქმით, შედეგით კმაყოფილია, რადგან ამ სტადიონზე თამაში ადვილი არ არის.

"კმაყოფილი ვარ შედეგით. ბურთით კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მის გარეშე კარგები ვიყავით. როგორც გუნდი ერთად ვიცავდით თავს. ეს პოზიტიური იყო. ამ სტადიონზე თამაში ადვილი არ არის, იმ ზეწოლისა და ატმოსფეროს ფონზე. ამ ზეწოლის ქვეშ ბევრი შეცდომა დავუშვით და უნდა გავუმჯობესდეთ.

"მას შემდეგ რაც, გოლი გავუშვით ფანტასტიკური იყო ამ ფრის მოპოვება. დარწმუნებული ვარ, რომ "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" სრულიად განსხვავებულ თამაშს ვნახავთ,“ - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ნიუკასლის" განმეორებითი შეხვედრა 18 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089931