ფეხბურთი

11:20 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

იგორ ტუდორი მეკარის შეცვლაზე: "აუხსნელი რაღაც მოხდა, მსგავსი არასდროს მინახავს"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის (2:5) შემდეგ ანტონინ კინსკის შეცვლაზე ისაუბრა.

ოქტობრის შემდეგ პირველად ითამაშა 22 წლის ჩეხმა მეკარემ, რომელმაც საწყის 15 წუთში ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რაც გოლებით დასრულდა, ხოლო მე-17 წუთზე შეცვალეს და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა. ტუდორმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ფეხბურთელის დახმარება სურდა და ამიტომ შეცვალა.

„კინსკი კარგი მეკარეა, რაც მოხდა, აუხსნელია. ვწუხვარ, რომ ისეთი რამ მოხდა, რაც არასდროს მოხდა, ვწუხვარ, რომ მისი შეცვლა მომიწია, მაგრამ ეს მისი და გუნდის დასახმარებლად გავაკეთე. ის რთულ მდგომარეობაში იყო და გაიგო შეცვლის მიზეზი. სამწუხაროდ, მნიშვნელოვან მატჩში მოხდა, მაგრამ ვეგუებით და წინ მივდივართ“, - თქვა ტუდორმა.

ანტონინ კინსკი „ტოტენჰემმა“ შარშან პრაღის „სლავიადან“ 16 მილიონ ევროდ შეიძინა. ის ლონდონურ გუნდში მეორე მეკარეა, მაგრამ ტუდორი გულიელმო ვიკარიოს თამაშით უკმაყოფილოა, რის გამოც ნდობა ახალგაზრდა ჩეხს გამოუცხადა, თუმცა, თამაშის დაწყებიდან მალევე შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09066