ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის 23-ე ტურში ალექსანდრე მერკვილაძის „ოსტენდე“ „ანტვერპენს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 83:96 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 9 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მერკვილაძემ 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანი ააცილა.
„ოსტენდე“ 17 მოგებით და 6 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს, ისევ „ანტვერპენს“ უმასპინძლებს.







