ინგლისელმა ფეხბურთელმა კაილ უოკერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფეხბურთელმა ეს ცნობა ოფიციალურად დაადასტურა.
უოკერმა ინგლისის ნაკრებში 2011 წლიდან 96 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ის „ბარნლის“ ღირსებას იცავს, გასულ სეზონში „მილანის“ წევრი იყო, ხოლო კარიერის უმეტესი ნაწილი „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემში“ გაატარა.





