უზბეკეთის სუპერლიგის მესამე ტურში „კიზილკუმმა“ სტუმრად „მაშალ მუბორაკი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო ჯაბა ჯიღაურმა გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 39-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში გახსნა. ეს მისთვის ზედიზედ მეორე გოლია.
„კიზილკუმი“ სამი ტური შემდეგ 6 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 მარტს, ოკმკ-ს უმასპინძლებს.







