ფეხბურთი

15:50 | 10.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო „ლივერპულს“ მოელაპარაკა. სლოტს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება გადაარჩენს

ესპანელი სპეციალისტი ჩაბი ალონსო შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, იუწყება OK Diario.

წყაროს ცნობით, ალონსოსა და ინგლისურ კლუბს შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. მოსალოდნელია, რომ მხარეებმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმონ.

შეთანხმების შესრულება დამოკიდებული იქნება „ლივერპულის“ თამაშზე ამჟამინდელი მენეჯერის, არნე სლოტის ხელმძღვანელობით. აღნიშნულია, რომ ესპანელთან შეთანხმება შეიძლება შეწყდეს, თუ მერსისაიდული კლუბი ამ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

„ლივერპულის“ წარმომადგენლებსა და ალონსოს გარემოცვას შორის პირველი არაფორმალური კონტაქტები ნოემბრის ბოლოს შედგა, შემდეგ „წითლების“ ხელმძღვანელობამ შემდეგი სეზონისთვის ესპანელი მწვრთნელის მოწვევის შესაძლებლობის შესწავლა დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134335