მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ბელგიელი სპეციალისტი რთულ თამაშს ელოდება და მეტოქეც შეაქო:
„არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ ვინ არის უფრო ძლიერი. ეს იქნება შესანიშნავი მატჩი ძლიერი იტალიური გუნდის წინააღმდეგ - რთული იქნება. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება, მაგრამ ასევე უნდა ვიპოვოთ გზა, რომ მატჩი მოვიგოთ.
„ატალანტა“? მათ აქვთ გამოცდილება ევროპაში თამაშის. მოიგეს ევროპული ტურნირი ძალიან ძლიერი „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, აგრესიულად იცავენ თავს, რასაც ჩვენც ვაკეთებთ. საინტერესო მატჩი იქნება. „ატალანტა“ ძლიერია ჩაწოდებებსა და საჯარიმოში, მაგრამ ჩვენ ჩვენს თვისებებს დავეყრდნობით.
კეინი? ის კარგადაა, კარგად ვარჯიშობს. ხვალ გადავწყვეტთ, რადგან არ გვინდა რისკზე წასვლა, მაგრამ აუცილებლად საუკეთესო შემადგენლობით ვითამაშებთ“, - თქვა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „ბაიერნის“ მატჩი 10 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.







