ფეხბურთი

0:58 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გულიაშვილის "რასინგმა" მოიგო და ლა ლიგისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 29-ე ტურში სანტანდერის „რასინგმა“, რომლის რიგებში გიორგი გულიაშვილი თამაშობს, „კორდობა“ დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა.

„რასინგმა“ დაძაბულ ბრძოლაში 4:3 მოიგო, ხოლო გულიაშვილმა მოედანზე 67 წუთი გაატარა. ქართველ ფორვარდს მეორე ტაიმის დასაწყისში კარგი შანსი ჰქონდა გოლის გასატანად, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ დაარტყა და თამაში შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა.

გულიაშვილს „რასინგის“ მაისურით რვა მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„რასინგი“ 29 ტურის შემდეგ 56 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „ლეონესას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160209