რაგბი

17:15 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ფინალშია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ფინალში გავიდა. „ბორჯღალოსნებმა“ ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს ადვილად, 53:30 აჯობეს და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა: სტუმრებმა 3 ჯარიმა გაიტანეს, რასაც საქართველომ მეტრეველის და ტაბუცაძის ლელობით უპასუხა, აბჟანდაძემ ერთი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა - შედეგად, 15:9.

თუმცა, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა მნიშვნელოვნლად გაიზარდა. შესვენების შემდეგ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი საღინაძემ, ჯალაღონიამ, მატკავამ, შიოშვილმა და კახოიძემ დაამიწეს, რასაც ერთი საჯარიმო ლელოც დაემატა. რუმინელებმაც გაიტანეს სამი გარდასახული ლელო, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი იყო. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 7 ლელო გაიტანა და 53:30 მოიგო.

საქართველომ ამ გამარჯვებით არა მარტო რაგბი ევროპის ფინალის საგზური, არამედ ანთიმოზ ივერიელის თასიც მეოცედ მოიპოვა, რომელიც ტრადიციულად ამ გუნდებს შორის თამაშდება.

საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან შესანიშნავი ბალანსი აქვს: 31 თამაში, 21 მოგება, 1 ფრე, 9 წაგება. 2006 წლიდან განსაკუთრებით გამოკვეთა „ბორჯღალოსანთა“ უპირატესობა რუმინეთთან - 22 მატჩი, 19 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

ფინალში საქართველოს ნაკრები 15 მარტს, მადრიდში ითამაშებს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ესპანეთი 26:7 დაამარცხა.

საქართველო - რუმინეთი 53:30 (15:9)

ქულები: 0:3 კონაჩე (3), 3:3 აბჟანდაძე (15), 3:6 კონაჩე (19), 8:6 მეტრეველი (24), 10:6 აბჟანდაძე (24), 15:6 ტაბუცაძე (31), 15:9 კონაჩე (38), 20:9 საღინაძე (42), 25:9 ჯალაღონია (47), 27:9 აბჟანდაძე (48), 27:14 ბობოცი (55), 27:16 კონაჩე (56), 32:16 მატკავა (64), 37:16 შიოშვილი (71), 39:16 აბჟანდაძე (72), 39:21 სტრატილა (73), 39:23 ვილიამსი (74), 46:23 საჯარიმო ლელო (78), 51:23 კახოიძე (78), 53:23 აბჟანდაძე (80), 53:28 ბობოცი (80), 53:30 პლაი (80)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096956