სხვა

7:59 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა თეთრ სახლში გაიმართება

ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საქმეში ბრუნდება, "ელ მატადორი" მომდევნო ორთაბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს და აღნიშნული დაპირისპირება როგორც მოსალოდნელი იყო თეთრი სახლის ღონისძიებაზე გაიმართება.

აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურებულია და ყველაფერთან ერთად ილია-ჯასტინის ბრძოლა UFC freedom 250-ის მთავარი დაპირისპირება იქნება. ისტორიული ღონისძიება 2026 წლის 14 ივნისს არის ჩანიშნული და ის თეთრი სახლის ეზოში გაიმართება

ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია, თუმცა გარკვეული დროით მან საჩემპიონო ქამარი დროებით დატოვა და სწორედ ჯასტინ გეიჯიმ დროებით ქამარზე პედი პიმბლეტი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიებაზე კიდევ რამდენიმე ბრძოლა დაადასტურა, მათ შორის თანამთავარი ბრძოლა ალექს პერეირას და სირილ განის დროებით ქამარზე დაპირისპირება იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099278