ფეხბურთი

0:03 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გონსალესის დუბლი „ატლეტიკოს“ „სოსიედადის“ დამარცხებაში დაეხმარა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩი „ატლეტიკოსა“ და „სოსიედადს“ შორის, მადრიდელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველი გოლი „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ალექსანდრ სიორლოტმა მეხუთე წუთზე გაიტანა. „სოსიედადის“ ნახევარმცველმა კარლოს სოლერმა ოთხი წუთის შემდეგ გაათანაბრა ანგარიში. 67-ე წუთზე ნახევარმცველმა ნიკოლას გონსალესმა მასპინძელ გუნდს უპირატესობა კვლავ მოუტანა, თუმცა სტუმართა თავდამსხმელმა მიკელ ოიარსაბალმა ერთი წუთის შემდეგ გაათანაბრა ანგარიში. 81-ე წუთზე ნიკოლას გონსალესმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირა.

ესპანეთის ლიგაში 27 მატჩის შემდეგ, „ატლეტიკოს“ 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. „სოსიედადი“ 35 ქულით მერვეზე.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 27-ე ტური. 7 მარტი: ოსასუნა - მალიორკა 2:2, ლევანტე - ჟირონა 1:1, ატლეტიკო - სოსიედადი 3:2, ბილბაო - ბარსელონა მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160799