ფეხბურთი

23:12 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სკამაკას დუბლის წყალობით, „ატალანტამ“ „უდინეზესთან“ დამარცხება აიცილა თავიდან

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში „ატალანტამ“ საშინაო მატჩი „უდინეზესთან“ ფრედ, 2:2 დაასრულა.

სტუმრები თომას კრისტენსენის (მე-40 წუთი) და კინან დევისის (მე-55 წუთი) გოლების შემდეგ 0:2 იგებდნენ.

ჯანლუკა სკამაკამ ბერგამოელთა შემადგენლობაში ორი გოლი გაიტანა. თავდამსხმელმა 75-ე და 79-ე წუთებზე გამოიჩინა თავი და დუბლი მიითვალა.

ამჟამად „ატალანტა“ (46 ქულა) სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა. „უდინეზე“ (36) კი მეათეზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.141417