დღეს, 7 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურის სამი მატჩი იმართება. ორი უკვე დასრულდა. „მიხეილ მესხი 2“-ზე, თბილისის „დინამომ“ დებიუტანტი „სპაერი“ 1:2 დაამარცხა.
„ტორპედომ’ კი „დავით პეტრიაშვილზე“ მეორე დებიუტანტ „რუსთავთან“ წააგო - 0:1. ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ბრაზილიელმა ჟან სოუზა დი ალმეიდამ გაიტანა.
ქუთაისელებმა კი მე-19 წუთზე პენალტი გააცუდეს. 11 მერტიდან სერბმა ომნენ ანდრიჩმა ვერ გამოიყენა შანსი.
საინტრესოა, რომ ტორპედოელებმა, შარშანდელს არ იყოს, სეზონი ცუდად დაიწყეს, ორიდან ორი შეხვედრა წააგეს და ორივე დებიუტანტებთან. (პირველ ტურში „სპაერთან“ შინ 1:2).





