მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ისევ ტრავმირებულია. ვეტერანი გერმანელი გუნდს „გლადბახთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა, თუმცა დაშავდა.
კლუბმა დაადასტურა, რომ ნოიერს წვივის კუნთი აქვს დაზიანებული. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს იუქმებს ნოიერი, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს.
39 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონშ „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა.





