საუდი პრო ლიგის 25-ე ტურში „ალ-ჰილალმა“ საკუთარ მოედანზე „ალ ნაიმა“ 4:0 გაანადგურა, ხოლო კარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა.
ფრანგმა ფორვარდმა ანგარიში 43-ე წუთზე გახსნა, ხოლო 81-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და სხვაობა გააორმაგა. შემდეგ მალკომმა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გაიტანეს, რითაც გამანადგურებელი სხვაობა დააფიქსირეს.
ბენზემას ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. მას „ალ-ჰილალში“ ოთხ თამაშში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი.
„ალ-ჰილალი“ საუდი პრო ლიგაში 61 ქულით მესამე ადგილზეა, იქვეა „ალ-ნასრი“ 61 ქულით, რომელსაც ამ ტურში არ უთამაშია, ხოლო „ალ-აჰლის“ 62 ქულა აქვს.







