საუდის არაბეთის „ალ ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ალ ფეიჰასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც ის უახლოეს მომავალში ვერ ითამაშებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, პორტუგალიელი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო ორიდან ოთხ კვირამდე გამოტოვებს.
ეს ეჭვქვეშ აყენებს კრიშტიანუს მონაწილეობას ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩებში. ამ ეტაპზე კითხვა კვლავ ღიად რჩება, ექნება თუ არა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს დრო გაზაფხულის საერთაშორისო შესვენებამდე სრულად გამოჯანმრთელებისთვის. პორტუგალიის ნაკრებს მალე ამხანაგური მატჩები ექნება: 29 მარტს ისინი მექსიკას დაუპირისპირდებიან, ხოლო 1 აპრილს აშშ-ს.
„ალ-ნასრის“ სამედიცინო პერსონალმა სიტუაცია კონტროლის ქვეშ აიყვანეს. საუდის არაბეთის კლუბის ექიმები ყურადღებით აკვირდებიან რონალდუს ჯანმრთელობას და ქმნიან ინდივიდუალურ რეაბილიტაციის პროგრამას. ექიმების მთავარი მიზანია, დააჩქარონ გამოჯანმრთელება რეციდივის რისკის გარეშე და მოამზადონ მათი ლიდერი საფეხბურთო მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დასაბრუნებლად.







