ფეხბურთი

22:05 | 5.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს ნაკრები ვალიდ რეგრაგიმ დატოვა

მაროკოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვალიდ რეგრაგიმ დატოვა.

გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატის წინ იქნა მიღებული. მას სავარაუდოდ მოჰამედ უაჰბი შეცვლის. სავარაუდოდ, რეგრაგის წასვლის მიზეზი აფრიკის თასის ბოლო გათამაშება გახდა, სადაც მაროკომ მასპინძლის რანგში ჩემპიონობა ვერ მოახერხა.

ვალიდ რეგრაგი მაროკოს ნაკრებში 2022 წლიდან მუშაობდა და გუნდი 2022 წლის მუნდიალზე მეოთხე ადგილზე გაიყვანა, ხოლო წელს აფრიკის თასზე მეორე ადგილზე. 50 წლის სპეციალისტს მანამდე „ალ-დუჰაილსა“ და „ვიდადში“ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.182611