„ფლამენგომ“ ლეონარდო ჟარდიმის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ განაცხადა. პორტუგალიელი სპეციალისტი ფელიპე ლუისს შეცვლის, რომელიც კარიოკას ლიგის ნახევარფინალში მადურეირასთან 8:0 გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლეს.
„ახალმა მწვრთნელმა კონტრაქტს მოაწერა ხელი და სპორტული დირექტორის, ხოსე ბოტოსგან „წმინდა“ მაისური მიიღო!“ - ნათქვამია კლუბის სოციალური მედიის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კონტრაქტი 2027 წლის დეკემბრამდეა გათვლილი. ჟარდიმის სამწვრთნელო შტაბში შედიან ანტონიო ვიეირა, ხოსე ბაროსი და დიოგო დიასი. ახალმა მწვრთნელებმა უკვე ჩაატარეს გუნდის პირველი ვარჯიში. ოფიციალური პრეზენტაცია ხუთშაბათს, 5 მარტს გაიმარება.
ჟარდიმის ბოლო სამუშაო ადგილი ბრაზილიური „კრუზეირუ“ გახლდათ, რომელიც მან 2025 წლის დეკემბერში დატოვა. მანამდე ის წვრთნიდა „მონაკოს,“ „ოლიმპიაკოსს,“ „ბრაგას,“ „ალ-ჰილალს“ და სხვა კლუბებს.







